ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლონდონის ბირჟაზე GHG-ის აქციებზე ვაჭრობა მზარდი ტრენდით დაიწყო
ნინო შუბითიძე
9 ნოემბერი, 2015, 12:36
ლონდონის ბირჟაზე GHG-ის აქციებზე ვაჭრობა მზარდი ტრენდით დაიწყო
თბილისი  (GBC) - Georgia Healthcare Group -ის (GHG) აქციებზე მოთხოვნამ მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და 12:00 -ისთვის  (ლონდონის დროით 8:00 სთ)  44 000 აქცია იყო ნავაჭრი და ფასის 8%-ით ზრდაც დაფიქსირდა.

აქციებზე ვაჭრობა 1,7 ფუნტით დაიწყო და თბილისის დროით, 12 საათისთვის 1,84 ფუნქტს გადააჭარბა.  

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუ ლისტინგში  Georgia Healthcare Group-ის (GHG) აქციები 9 ნოემბერს  განთავსდა და სავაჭრო სესიის დასრულებისთვის ზუსტად განისაზღვრება მოცულობა, მთლიანი აქციების 32-35%-ის ფარგლებში. 

მთლიანმა კაპიტალიზაციამ  $350 მილიონი შეადგინა, მოზიდულმა თანხამ $100 მლნ.

აქციების შესყიდვით ბრიტანელი და ამერიკელი ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან დაინტერესებულნი, მათ შორის, რამდენიმე საპენსიო ფონდია.

Georgia Healthcare Group-ი მესამე ქართული კომპანიაა, რომელიც ლონდინის ბირჟაზეა წარმოდგენილი.

2006 წლის ნოემბრიდან ლონდონის ბირჟაზე კოტირებულია "საქართველოს ბანკი", რომლის აქციები 2012 წლის თებერვლიდან პრემიუმ ლისტინგშია განთავსებული.

2014 წლის ივნისიდან ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება თიბისი ბანკის აქციებიც, მომავალი წლიდან თიბისის აქციებიც პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლებს.

  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები