| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ნავთობპროდუქტების რეალიზატორთა ნაწილმა საწვავი გააიაფა.
„ლუკოილმა" საცალო ქსელში ზოგიერთი პროდუქტის ფასი 5 თეთრით გააიაფა.
კომპანიის ინფორმაციით, ევრო სუპერის, პრემიუმ ავანგარდის და ევრო რეგულარის ფასი ქსელში 5 თეთრით გაიაფდა, ხოლო ევრო დიზელის ღირებულება უცვლელი დარჩა.
9 ნოემბრიდან ცალკეულ პროდუქტებზე ფასების კორექტირება მოახდინა კომპანია „ვისოლმა".
უფრო კონკრეტულად კი „ვისოლმა" 5 თეთრით გააიაფა: ეკო სუპერის, ეკო პრემიუმის, ეკო რეგულარისა და ევრო რეგულარის ღირებულება.
რაც შეეხება კომპანია „გალფს", საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო კორექტირება 5 ნოემბერს მოხდა, როდესაც ევრო რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 4 თეთრით გაძვირდა.
ამ დროისათვის ნავთობპროდუქტების ფასი უცვლელია „სოკარ პეტროლიუმსა" და „რომპეტროლში".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss