ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჭყონია: დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება კარგი გადაწყვეტილებაა
მაია არაბიძე
3 ნოემბერი, 2015, 16:33
ჭყონია: დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება კარგი გადაწყვეტილებაა
თბილისი (GBC) - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დაუყოვნებელი აღსრულების პროცესის შეჩერებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია დადებითად აფასებს.

ცნობილი ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს სიმართლის დასამტკიცებლად ყველა იურიდიული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ნაჩქარევად საბოლოო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას სპობს.

„ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ყოველთვის შესაძლებელი იყო დაუყოვნებლივი აღსრულება ვიღაცას გამოეყენებინა არასწორად და შეცდომები დაეშვა. ყველანი ადამიანები ვართ.  შესაძლებელი იყო ნაჩქარევად, ემოციური გადაწყვეტილების მიღებაც. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება. სხვათაშორის ანალოგიურ კანონპროექტს ამზადებდა პარლამენტიც. ახლა კი, როდესაც დაუყოვნებლივი აღსრულება არის აკრძალული, უკვე რამდენიმე ინსტანციის გავლაა საჭირო, რომ ბიზნესმენს, ასევე ჩვეულებრივ, კერძო სუბიექტს მიეცეს საშუალება ბოლომდე ამოწუროს ყველა იურიდიული რესურსი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და უკვე აღარავის აღარ ექნება პრეტენზია", - ამბობს  GBC -თან საუბრისას თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო „რუსთავი 2" -ისა და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" საკონსტიტუციო  სარჩელი და აკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები