ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბანკებს „დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებისგან" კონტრაქტი იცავს
ნინო შუბითიძე
3 ნოემბერი, 2015, 15:43
ბანკებს „დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებისგან კონტრაქტი იცავს
თბილისი (GBC) - დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტაციებისგან,სხვადასხვა ვერსიების ავტორებს, ბანკის იურისტები  თავშეკავებას ურჩევენ, რადგან საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

მათივე განმარტებით,  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის შეჩერება  მხოლოდ იმ დავებზე ვრცელდება, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობებში მყოფი მოდავე მხარეები პირობებზე თავიდანვე არ არიან შეთანხმებულნი, ანუ  იმ ცალკეულ შემთხვევებში, თუ  დაუყოვნებლივი  აღსრულების შესახებ ხელშეკრულებაში შესაბამისი ჩანაწერი არ არის.

მხოლოდ ამ შემთხვევაშია  მოსამართლის პრეროგატივა დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება მიიღოს.  

GBC -სთან საუბარში ბანკირები აცხადებენ, რომ  ბანკთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავებს, აღნიშნული მუხლის „ზ" ქვეპუნქტი არ არეგულირებს.

როდესაც პირობები ხელშეკრულებით არის გაწერილი, მაშინ მოქმედებს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის" პრიმა პუნქტი, რომელიც შეჩერებული არ არის.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო „რუსთავი 2" -ისა და "შპს ტელეკომპანია საქართველოს" საკონსტიტუციო  სარჩელი და აკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები