ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
„ინოვასის" ფარმაცევტული პროდუქციით უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ
მაია არაბიძე
3 ნოემბერი, 2015, 12:04
„ინოვასის ფარმაცევტული პროდუქციით უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ

თბილისი (GBC) - ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის „ინოვასი" ნაწარმით უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ.

პროექტ „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შექმნილმა კომპანიამ, მსოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე დიდ გამოფენაში CPHI Worldwide 2015-ში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა.

კომპანიის ცნობით, მათ უკვე აქვთ კონკრეტული შეკვეთები რუსეთიდან, ყაზახეთისა და უკრაინიდან. თანამშრომლობას ასევე განიხილავს დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფო -ბენინი.

ამასთან, კომპანიის პოტენციალის გაცნობის შემდეგ, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა იტალიურმა კომპანიამაც, რომელიც  ერთ-ერთი ფარმაკოლოგიური პროდუქციის აქტიური ინგრედიენტის ექსკლუზიურად კომპანია „ინოვასისგან" შეძენაზე და შესაბამისად, სხვა მომწოდებელი ქვეყნის საქართველოთი ჩანაცვლებაზე ფიქრობს. დეტალებს კომპანია ჯერ არ ასაჯაროებს.

შეგახსენებთ, „ინოვასის"  საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს დასაარსებლად 4 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, ის აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის საწარმოო ხაზით.

აღსანიშნავია, რომ , მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით CPHI Worldwide 2015 -ში მონაწილეობა ასევე მიიღეს  PSP-მ და „ავერსმა".

CPHI Worldwide 2015 ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, იგი აერთიანებს კომპანიებს მთელი მსოფლიოდან და ათასობით ვიზიტორს უყრის თავს, ამჯერად, კი ვიზიტორების რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი ზრდის ტრენდით ხასიათდება.

სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა 9 თვეში  96,5 მლნ გადააჭარბა, შარშან ამავე პერიოდში ექსპორტის მოცულობა 66 მილიონამდე იყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები