ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსფ: ეროვნული ბანკის რეაგირება შოკზე არის გამორჩეულად კარგი
30 ოქტომბერი, 2015, 17:02
სსფ: ეროვნული ბანკის რეაგირება შოკზე არის გამორჩეულად კარგი
თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს.

სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა ახალი ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იქცევა ისევე, როგორც განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკები.

„გავიმეორებთ, სავალუტო ფონდის პოზიციას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის რეაგირება შოკზე არის გამორჩეულად კარგი, საუკეთესო. მას პანიკურად არ შეუცვლია საპროცენტო განაკვეთები, რამაც უზრუნველყო ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, მიუხედავად ლარის კურსის გაუფასურებისა", - აღნიშნა სადიკოვმა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ 2017 წელს, ასევე მომდევნო წლებში, საქართველოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, რის საფუძველსაც იძლევა 2 ფაქტორი:

1.პირველი - საქართველო რეგიონთან შედარებით უფრო მეტად რეფორმირებულია, რაც ზრდის ქვეყნის მოქნილობასა და პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას.

2. საქართველოში სწორი რეაგირება იყო შოკზე, რადგან კურსის გაუფასურებით შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა, რაც არის კარგი საფუძველი, რომ  შოკის გავლის შემდეგ, ზრდა დაუბრუნდება მის მაღალ პოტენციურ დონეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები