ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში მინიმალური პენსია პირველი სექტემბრიდან 100 ლარი გახდება
ლიკა ბახტაძე /likab@gbc.ge/
7 მარტი, 2011, 18:57

თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოში მინიმალური პენსია 100 ლარი იქნება, ხოლო მომავალი წლის პირველ ნახევარში 100 აშშ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს, რუსთავის ბიბლიოთეკაში პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მუშავდება ახალი საპენსიო რეფორმა, რომლის ფარგლებში ჯანდაცვის სისტემაში თანხების გადაჯგუფებით პენსიები გაიზრდება.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს თბილისსა და რეგიონებში პენსიები დიფერენცირებულია, რადგან თბილისის მერია ქალაქის პენსიონერებს მინიმალურ პენსიაზე 10 ლარს უმატებს.

„ახალი საპენსიო სისტემით პენსიონერებს იდენტური პენსია ექნებათ. ამას დაემატება 7 ლარი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პენსიონერებს, საშუალოდ 30%-ს - 30 ლარი, ანუ წლის ბოლომდე საქართველოში პენსია მინიმალურ სამომხმარებლო კალათას გადააჭარბებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მთავრობის წევრებმა საპენსიო რეფორმის შემუშავებისას ჩილესა და სინგაპურის გამოცდილება გაიზიარეს.

დღეისათვის რეგიონებში მინიმალური პენსია 80 ლარს შეადგენს, ხოლო თბილისში - 90 ლარს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები