| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "თელასის" თანამშრომლები ლერი ლეთოდიანი და იგორ ბულბულაშვილი საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა ელექტრომრიცხველების მაჩვენებლების ხელოვნურად შემცირების („ციფრების ჩამოყრის") ფაქტზე დააკავა.
გამოძიების მონაცემებით, ეს პიროვნებები საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ელექტრო მრიცხველის მაჩვენებლების ამცირებდნენ. მათ ხელი მიუწვდებოდათ მრიცხველების კაბინის გასაღებთან და სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით ელექტრომრიცხვლებს ლუქს ხსნიდნენ და ციფრებს ასწორებდნენ.
სამართალდამცველებმა "თელასის" თანამშრომლები მაშინ დააკავეს, როცა მათ ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კუთვნილ ელექტრომრიცხველზე ასახული დახარჯული ელექტროენერგიის მაჩვენებელი მეწარმისაგან გარკვეული საზღაურის მიღების სანაცვლოდ შეამცირეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss