| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - უძრავი ნივთის ფასის გადახდა მხოლოდ ბანკის საშუალებით განხორციელდება.
„სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტის თანახმად, უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების შეძენისას, ნივთის ფასის გადახდა ბანკის საშუალებით სავალდებულო ხდება.
ცვლილებები შედის ასევე "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში. კანონპროექტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ საბანკო ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტიის წარდგენის შემდეგ განხორციელდება.
გარდა ამისა, "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, ქონების, ან მისი ნაწილის გასხვისებისას გადასახადებისგან თავის არიდებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის დეპუტატს პავლე კუბლაშვილს ეკუთვნის. კანონპროექტის პაკეტის საკომიტეტო მოსმენები მარტის დასაწყისში გაიმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss