ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სჭირდება თუ არა საქართველოს მულტისავალუტო რეჟიმი
15 ივლისი, 2009, 17:17

GBC-ის ინტერაქტიულ გამოკითხვაში უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში სხვა ქვეყნის კონვერტირებადი ვალუტის შემოღების იდეას? მონაწილეობა 216-მა რესპოდენტმა მიიღო. გამოკითხვა  2008 წლის 27 აპრილი 11 მაისის პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხულთა უმრავლესობა - 44.8% მიიჩნევს,  საქართველოში ევროპული ან სხვა კონვერტირებადი ვალუტის შემოღება იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი თუ საქართველო ევროკავშირის წვერი გახდება.

გამოკუთხულთა 24,1%-ის აზრით საქართველოში სხვა ქვეყნის კონვერტირებადი ვალუტების შემოღებაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია.

23,3% მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნისათვის ნებისმიერ შემთხვევაში მისაღებია და გამართლებულია.

7,3% -ის აზრით კი სხვა ქვეყნის კონვერტირებადი ვალუტების შემოღება ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია.

აღსანიშნავია, რომ იდეით საქართველოში ერთდროულად რამდენიმე კონვერტირებადი ვალუტის შემოღების შესახებ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე გამოვიდა. მისი აზრით ასეთი გადწვეტილება ამ ეტაპზე კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა და ინვესტორებს უფრო მეტს სტიმულს მისცემს საქართველოში ფულის დააბანდოს.

მისი განმარტებით დღევანდელ სიტუაციაში მსხვილი გარიგებები მაინც უცხოურ ვალუტაში ხორციელდება და ინვესტორები ვალუტების გადაცვლის პროცესში დანაკარგებს განიცდიან.

სააგენტო GBC-იმ ინტერაქტიული გამოკითხვა საკუთარ მომხმარებლებში, ვებ-გვერდზე -      www.gbc.ge      ჩაატარა. გამოკითხვის მეთოდით 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთი ხმის მიცემაა შესაძლებელი.

GBC-ის ინტერნეტ პროდუქტის მომხმარებლები არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები (66%). საქართველოს მოქალაქების 78%  თბილისის მაცხოვრებელია.

მომხმარებლების სტრუქტურა კი შემდეგია - უმაღლესი დონის მენეჯერი - 30%, საშუალო დონის, მენეჯერი -  33%, ბიზნესმენი  -  24%, სტუდენტი  -  7%, უმუშევარი - 5%, სხვა  - 1%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები