| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 11 ივლისს მიიღო. სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შერწყმა ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე არსებულმა ახალმა რეალობებმა განაპირობა. სებ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გაერთიანებული სტრუქტურა უფრო ეფექტიანად შეძლებს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას. გარდა ამისა, 2 სტრუქტურის გაერთიანებით მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომია.
რაც შეეხება სადაზღვევო სფეროს რეგულირების ახალი ნორმების შემოღებას, ქადაგიძის ინფორმაციით, ეს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა აგვისტოს მოვლენების და შემდგომში არსებული უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების აუცილებლობის გამო, პროცესი გაჭიანურდა.
კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეგულირების ახალი ნორმები სადაზღვევო ინდუსტრიის საქმიანობას უფრო გამჭირვალეს და მომხმარებელთა ინტერესებზე მორგებულს გახდის.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან (სებ) საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შერწყმის პოზიტივებზე მთავრობის არგუმენტები ყოფილ სახელმწიფო მინისტრს და 2008 წელს აღნიშნული 2 სტრუქტურის გაყოფის ინიციატორს კახა ბენდუქიძეს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების გასამაგრებლად სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი არგუმენტი სხვა ქვეყნების გამოცდილებაა. ბენდუქიძის თქმით ის, რომ თითქოს გლობალური კრიზისის გავლენა ნაკლებად აისახა იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, სადაც ცენტრალური ბანკი და მარეგულირებელი გაერთიანებულ სტრუქტურად ოპერირებდა, სიცრუეა.
ბენდუქიძის აზრით, სადაზღვევო ბაზრის რეგულირების ნორმების დახვეწის საფუძველიც არგუმენტს მოკლებულია, რადგან ამ მიმართულებით არსებული ლაფსუსების აღმოფხვრა შემსყიდველის პრეროგატივაა და მისი სისუსტეა, თუ სატენდერო წინადადებას შესაბამისად ვერ ამზადებს და არაკვალიფიციურ სადაზღვევო კომპანიას გამარჯვების შანსს აძლევს.
ამის გარდა, სამთავრობო ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიების რეგულირების გამკაცრება სტრუქტურული რეორგანიზაციის გარეშეც მარტივად იყო შესაძლებელი.
ბენდუქიძე აღნიშნავს, რომ სებ-ისა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შერწყმით რეალურად საქმიანობის შინაარსი არ იცვლება, შესაბამისად ეს სტრუქტურები ფორმალურად ერთიანდება, რაც სავარაუდოდ მხოლოდ პიარ-აქციაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss