| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
მარტიდან დედაქალაქში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა. მანქანის გაჩერება აკრძალულია იქ, სადაც არაა დამონტაჟებული პარკირების ნიშანი. ამ ნიშნის ქვემოთ განთავსებულია კომპანია ''სითი_პარკის'' ლოგო და პარკირების საფასური.
პარკირების ადგილებში ნახაზისა და ნიშნის მიხედვით არსებობს დგომის სამი მეთოდი: პარალელური, მართობული და 45 გრადუსიანი. დგომის საათობრივი ტარიფი სხვადასხვა ადგილზე განსხვავებულია: 20 თეთრი, 50 თეთრი და 1 ლარი. პარკირების საფასურის გადახდის ასევე სამი ალტერნატიული მეთოდი არსებობს: მობილური ბარათების საშუალებით, გადასაფხეკი ბარათებით და პარკომეტრებით. მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ფასიანი პარკირების ადგილები, შეუძლიათ ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით, რომელიც მხოლოდ სპეციალური საშვის შეძენის შემთხვევაში ამოქმედდება.
საშვის ღირებულება 12 ლარს შეადგენს და ვარგისია ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ჯარიმებს, ამკრძალავი ნიშნის ''გაჩერება აკრძალულია'' და ''დგომა აკრძალულია'' დაუცველობა ჯარიმდება 10 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული პირი საჯარიმო თანხას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას 150 ლარის გადახდა დაეკისრება. თუ ის არც ერთი თვის მანძილზე გადაიხდის ამ თანხას, ავტომანქანას გაუყიდიან და საჯარიმო თანხა აქედან დაიფარება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss