| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ივლისში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება 354%-ით გაიზარდა.
თუ შარშან ივლისში წარმოებულმა პროდუქციამ 1.3 ათასი ტონა შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი
5.9 ათასი ტონაა.
ამ პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების
იმპორტი 2.1%–ით (Y.Y) გაიზარდა და 135.2 ათასი ტონა
შეადგინა. ექსპორტმა 12.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 392%-ით მეტია წინა წლის იმავე
პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ივლისი - 2.5 ათასი ტ).
მიუხედავად იმისა, რომ წარმოებისა
და იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, შიდა მიწოდება შემცირებულია 1%-ით და შეადგენს
130.9 ათას ტონას (2021 ივლისი - 132.2 ათასი ტ).
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის
ივლისში საქართველოში $14.6 მლნ-ის ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, ხოლო საქართველოში
$141.8 მლნ-ს 118.5 ათასი ტონა შემოვიდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss