ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან
27 სექტემბერი, 2022, 12:37
განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ცდილობს მოერგოს  მომხმარებლის საჭიროებებს, მის ინტერესებს. სწორედ ამ მიზნით ბანკმა  ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს განახლებული Fintech.ge შესთავაზა.

Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლეები, ანალიტიკური ბლოგები, ვლოგები, პოდკასტები. ასევე, განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია  ფინანსურ  და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციურ პროექტებზე, მონაცემთა მეცნიერებაზე.

Fintech.ge-ის ფარგლებში მომხმარებლები ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებული ადამიანების გაცნობასაც შეძლებენ, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებენ. ასევე, Fintech.ge-ის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივია საინტერესო პანელურ დისკუსიებზე, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება.

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული და კომფორტული ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება საინტერესო სიახლეები, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები. განახლებული პლატფორმა ასევე სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის, რადგან იქნება კარგი შესაძლებლობა და მოტივაცია, შექმნან კიდევ უფრო მეტი, საჭირო და ახალი პროდუქტები თუ სერვისები,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

განახლებული პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3BM2ERN

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს- https://fb.watch/fOlq90H0Fl/

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები