| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „ჩრდილოეთის ნაკადის“
გაზსადენი ბალტიის ზღვაში ჟონავს, რის გამოც ყველა განშტოებაში წნევა განულებულია.
ამის შესახებ დანიის მთავრობა აცხადებს. დანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში
წერია, რომ აღნიშნული გაჟონვა ქვეყნის აკვატორიაში საფრთხეს უქმნის ნაოსნობას.
Reuters-ის ინფორმაციით, გაჟონვამ
საფრთხე შექმნა 9 კილომეტრის მანძილზე კუნძულ ბორნჰოლმის მიმდებარედ, რის გამოც დანიურმა
მხარემ ამ წყლებში ნაოსნობა შეზღუდა.
გერმანული მხარე აღნიშნულ გარემოებას
იძიებს და ჯერჯერობით მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.
გაზეთი Tagesspiegel საკუთარ წყაროებზე
დაყრდნობით წერს, რომ გაჟონვის მიზეზი შეიძლება დივერსია იყოს.
Nord Stream 2-ის აქციების უმრავლესობის მფლობელი რუსული სახელმწიფო გიგანტი გაზპრომია.
არსებული მილსადენი, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან ბალტიის ზღვის ფსკერზე გერმანიამდე
გადის, 300 მილიონი კუბური მეტრი გაზით იყო შევსებული. თუმცა, რუსეთის ამ ახალი მილსადენით
გაზის ექსპორტი ჯერ არ განხორციელებულა და როგორც ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, ის
აღარასდროს ამუშავდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss