ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კრემლს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებით ოლქის შექმნა და მის ხელმძღვანელად როგოზინი სურს
27 სექტემბერი, 2022, 10:27
კრემლს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებით ოლქის შექმნა და მის ხელმძღვანელად როგოზინი სურს

თბილისი (GBC) – რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები, საბოლოო ანექსიის შემთხვევაში, ყირიმის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში მოექცევა, ნახევარკუნძულთან ერთად. კრემლში აპირებენ, რომ ამ ახალ წარმონაქმნს სათავეში როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი ჩაუყენონ. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმები“ სამშაბათს, 27 სექტემბერს მთავრდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, კრემლი უკრაინის ამ რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ „რეფერენდუმების“ დასრულების შემდეგ რუსეთთან ნებისმიერი დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი გახდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები