| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ფინანსთა
მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით ლარსის საბაჟოზე გაზრდილი ნაკადის გამო ყველა
შესაბამისი უწყება დიდი დატვირთვით მუშაობს. მინისტრი ამბობს რომ გაზრდილია როგორც
ქვეყანაში შემომავალი ნაკადების, ასევე გამავალი ნაკადების მოცულობაც.
კითხვაზე
დაწესდება თუ არა დამატებითი კონტროლი ქვეყანაში შემომსვლელ რუსეთის მოქალაქეებზე მინისტრი
პასუხობს, რომ საბაჟო და სასაზღვრო
კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით.
„შესაბამისი
ინფორმაციის შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და
მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებით. ამ მიმართულებით
თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მუშაობს
ძალიან აქტიურად. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი
დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა
რაოდენობა, შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხის მონიტორინგი“, - განაცხადა ხუციშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss