| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში ნათქვამია,
რომ აგვისტოში ექსპორტის, იმპორტის,
სამშენებლო მასალებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების კლება გაგრძელდა, რაც კომპანიის
მიერ მანამდე გაკეთებულ
დაბალი ინფლაციის პროგნოზთან თანხვედრაშია.
ამავდროულად, როგორც
განახლებაშია ნათქვამი, რეალური
ექსპორტის შემცირება მშპ-ს ზრდის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელში, რომელიც ამავე
თვეში ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე მიუთითებდა, გათვალისწინებული არ იყო.
საერთაშორისო დინამიკის
მხრივ, აშშ დოლარი ბოლო დროს მოსალოდნელზე მყარი აღმოჩნდა, თუმცა, საშუალოვადიანი ინდიკატორები
კვლავ დოლარის შესუსტებაზე მიუთითებს.
„ამასთან,
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი
შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია, თუმცა, რომ განვმეორდეთ, თუკი აშშ დოლარი გლობალურად
არ შესუსტდება, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო
ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს, ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას“,
– მიიჩნევს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss