ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
„აკურა“ კაპიტალს ამცირებს, მოგებას კი 203%-ით ზრდის
26 სექტემბერი, 2022, 12:40
„აკურა“ კაპიტალს ამცირებს, მოგებას კი 203%-ით ზრდის

თბილისი (GBC) - 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, სს „აკურას“ შემოსავალმა 19.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 49%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. მიუხედავად შემოსავლის შემცირებისა, კომპანიამ წმინდა მოგებას 203%-ით გაზარდა და 10.9 მლნ ლარი დააფიქსირა. კომპანიის საოპერაციო მოგებამ 35.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 173%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  კომპანიამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 10.4%-ით გაზარდა ადმინისტრაციული ხარჯები და 1.7 მლნ ლარი დააფიქსირა. მიუხედავად ამისა შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა – თუ 2020 წელს აკურა 80 თანამშრომელს ასაქმებდა, 2021 ეს რიცხვი მხოლოდ 59-ია.

მიუხედავად გაზრდილი მოგებისა, 2021 წელს კომპანიას 97.4%-ით შეუმცირდა კაპიტალი და 409 ათასლი ლარი დააფიქსურა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2021 წელს კომპანიამ 28 მლნ ლარის სუბსიდია მიიღო, ხოლო 2020 წელს 80.2 მლნ ლარი.

წელს კი ღვინის კომპანია ,,აკურა’’ რთველის სუბსიდირების ფარგლებში დამატებით 40 მლნ ლარს ითხოვს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს სტანარტული სიტუაციაა და მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, კომპანიას ეს თანხა თავის დაზღვევისთვის სჭირდება.

კომპანია აკურას ,,რთველი 2022’’-ის ფარგლებში უკვე 50 მლნ ლარი მიღებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მთვრობამ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, აკურას მიღებული თნხა 90 მლნ ლარს მიაღწევს (70მლნ ლარი ღვინის ეროვნული სააგენტოსთვისაა გამოყოფილი). მთლიანად რთველის სუბსიდირება გადასახადების გადამხდელებს 160 მლნ ლარზე მეტი დაუჯდება.

აკურა სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. აკურას 99% სახელმწიფოს მფლობელობაშია.

სს აკურა

 

2021

 

2020

შემოსავალი

 

19.1

 

37.3

წმ.მოგება

 

10.9

 

3.6

კაპიტალი

 

0.4

 

15.5

რ.პ.თ*

 

10.1

 

37

თანხა მლნ ₾

*-რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები