| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – რუსეთის
მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევისთვის აშშ–ის ადმინისტრაციას აქვს მოქმედებების
გეგმა, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.
BBC კი იუწყება, რომ სახელმწიფო მდივანს კონკრეტული ნაბიჯებისა და ზომების განხილვა
არ გაუკეთებია.
ბლინკენის განცხადება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვების ფონზე გაჟღერდა, რომელმაც, თავის მხრივ,
განაცხადა, რომ მოსკოვს, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში
შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება. ბლინკენმა პუტინის ამ განცხადებას „უპასუხისმგებლო“
უწოდა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი საჯაროდ მოუწოდებს მოსკოვს, შეწყვიტოს „უსაგნო საუბრები
ბირთვულ იარაღზე“.
მანამდე აშშ–ის პრეზიდენტის
თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთი
გაფრთხილებულია ასეთი შეიარაღების გამოყენების კატასტროფულ შედეგებზე და თუ ასეთი რამ
მოხდება, პასუხი არ დააყოვნებს. მისივე თქმით, ამ საკითხზე ქვეყნებს შორის კონტაქტი
გრძელდება.
სახელმწიფო მდივანმა
კი განაცხადა, რომ თუ პუტინი მაინც გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ვერავინ
შეძლებს უარის თქმას. „ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც რუსეთი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა,
არის ის, რომ სისტემაში არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია პუტინს ეფექტიანად აუხსნას,
რომ ის არასწორად იქცევა“, – აღნიშნა ბლინკენმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ მოსკოვმა შეისმინოს და გაიგოს ჩვენგან, რომ ასეთი ნაბიჯის შედეგები უსაშინელესი
იქნება. და ჩვენ მკაფიოდ ავუხსენით ეს მათ“, – განაცხადა ბლინკენმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss