ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი საოჯახო სესხებსაც თოკავს
23 სექტემბერი, 2022, 18:20
სებ-ი საოჯახო სესხებსაც თოკავს

თბილისი (GBC) - სებ-ი ბანკების მსხვილი კლიენტურის შეზღუდავი ცვლილებების სამართლებრივ პროცედურას იწყებს. ინსტრუქცია, რომელიც მონათესავე კომპანიების მფლობელებსა და მათ ოჯახის წევრებზე ვრცელდება, წელს ამოქმედდბა. ახალი ვალდებულებები ₾ 0.5 მლნ მდე სესხის ამღებზე არ ვრცელდება.

დამატებით რეგულაციაში მოყოლილი მსესხებელი ურთიერთდაკავშირებულთა ჯგუფში გაერთიანდება. ყველაზე მარტივად დასაჯგუფებელია ცოლ-ქმარი და თუ ბანკს წყვილი იდენტიფიცირებული ჰყავს, სებ-ი აღნიშნულ პროცედურას აღარ მოთხოვს

მოწილეების ურთიერთდაკავშირების ნიშნით ჯგუფდება კომპანიებიც. ახალი ინდიკატორებით კლასიფიცერებულ მსესხებელზე გაცემული ჯამური პორტფელი, ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დაკავშირებულად ითვლება როგორც იურიდიული  ასევე ფიზიკური პირი. მაგ: ბანკის  საცალო მსესხებელი, რომელიც კორპორაციული კლიენტი კომპანიის 50%-იანი მოწილეა.  ასევე კომპანია, რომელიც სხვა კომპანიის თანამფლობელიცაა. ასეთი კავშირები საფინანსო ბაზარზე ბევრია: მაგ სალიზინგო & ბანკი, მისო & ბანკი, მისო & ლომბარდი....

ზედამხედველს მიაჩნია, რომ მსესხებლის  დაჯგუფება და ზედამხედველთან დამატებითი ანგარიშგება  სჭირდება რისკის მართვისთვის, რომელსაც ურთიერთდამოკიდებულება წარმოშობს.
კონტროლის მანიშნებელ  გარემოებად ითვლება ორ სხვადასხვა კომპანიის დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში ერთი და იგივე პირების არსებობა,   20%-ზე მეტი წილის ფლობა სხვა კომპანიაში. 

სებ-მა ინსტრუქციის პროექტი სექტორთან უკვე შეათანხმა. ბაზარს წინადადებების წარდგენის ვადა 22 სექტემბრამდე ჰქონდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები