თბილისი(GBC)
– Tesla გაიწვევს
1.1მლნ მანქანას. მიზეზი ,,ფანჯრების სწრაფად დახურვაა’’. კომპანიაში განმარტავენ,რომ აღნიშნულმა პრობლემამ შესაძლებელია მომხმარებლებს თითები დაუზიანოს. ამასთან ამერიკის ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული არის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაა.მეორეს მხრივ ტესლა პროგრამული განახლებით აპირებს პრობლემის მოგვარებას. ელექტრომობილების გიგანტს სხვადასხვა დროს არაერთი დავა ჰქონდა აღნიშნულ სამსახურთან. მათზე გაბრაზებული მასკი კი ამ სამსახურს ,,მხირაულ პოლიციას’’. წინა დარღვევები განპირობებული იყო:უკანა ხედვის კამერებს,კაპოტის საკეტების,უსაფრთხოების ღვედის,ხმის სისტემის ხარვეზებისგან. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა გააკრიტიკა ტერმინი „გაწვევა“ და ტვიტერზე დაწერა: „ტერმინოლოგია მოძველებულია და არაზუსტია. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის მცირე განახლება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაზიანებები არ ყოფილა. " Tesla-ს ოთხივე მოდელს გაიწვევს.უფრო კონკრეტულად 2017-22 Model 3 სედანს და რამდენიმე კომპლექტაციის 2020-21 Model Y SUV-ს ,Model S-ის სედანებსა და Model X SUV-ებს.