| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - შპს ,,საქაერონავიგაცია’’ 1.6 მლნ ლარის
ტენდერს შენობების რემონტზე აცხადებს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების
ვადა 21 სექტემბერს დასრულდა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და ერთადერთი კანდიდატი
შპს ,,ბილდკინგს’’ გახლავთ.
ტენდერის პირობების მიხედვით, ხელშეკრულების დადებიდან
6 თვის ვადაში, მიმწოდებელი ვალდებულია კომპანიის კუთვნილ სხვადასხვა ზომის 20 ობიექტებზე
ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები: კარის ჩარჩოების მონტაჟი, ფანჯრის ჩარჩოების მონტაჟი,
ტიხრების მონტაჟი, შეკიდული ჭერების მონტაჟი, ხის სამუშაოები, იატაკის ფილების დაგება,
კედლის ფილების გაკვრა, იატაკის დაგება, კედელზე საფარის დადება, ღებვა, კონსტრუქციების
ღებვა, სარემონტო სამუშაოები, საღებავის აცლა/მოშორება, კოროზიის საწინააღმდეგო საფარის
გადაკვრა, ფასადების მოწყობის სამუშაოები (ყველა შენობაზე ინდივიდუალური მოთხოვნებია).
ხელშეკრულების პირობების თანახმად
2020-2022 წლებში პრეტენდენტს შესრულებული
უნდა ჰქონდეს
შემოთავაზებული ღირებულების
მინიმუმ 50%-ის
ოდენობის თანხის
სამშენებლო სარემონტო
სამუშაოები.
კომპანია ,,ბილდკინგს’’
დაარსებულია 2016 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით, 41 ტენდერში კომპანიას 19.4 მლნ ლარი აქვს მიღებული. მოგებული კონტრაქტების
საერთო ღირებულება კი 18.5 მლნ-ს აჭარბებს.
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა
ასეთია:
ლაშა რუხაძე: 40%.
ნანა რუხაძე: 20%.
ნელი კალაძე: 40%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss