ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსულ ნავთობსა და ალმასებს ევროკავშირი ახალ სანქციებს უმზადებს
22 სექტემბერი, 2022, 12:05
რუსულ ნავთობსა და ალმასებს ევროკავშირი ახალ სანქციებს უმზადებს

თბილისი (GBC) – ევროკომისია რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც ნავთობზე ფასების შეზღუდვას და რუსეთიდან ალმასებისა და ფუფუნების სხვა საგნების იმპორტის აკრძალვას შეეხება. ამასთან, სანქციები ფიზიკური პირების შავი სიის გაფართოებასაც მოიცავს, წერს გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ ახალი სანქციები განხილვაზე 23 სექტემბერს გავა.

დღეისათვის ევროკავშირი, აშშ და კანადა მსჯელობენ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე. ამ მიმართულებით ქვეყნები ჩინეთისა და ინდოეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობენ.

ზედა ზღვრის დაწესების გრაფიკი ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტთან უნდა იყოს თანხვედრაში, რომლის თანახმად რუსულ ნავთობზე ემბარგო 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედდება. თავის მხრივ, კრემლი ნავთობის მიწოდების შეწყვეტით იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც ფასების ზედა ზღვრის დაწესებას შეუერთდებიან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები