| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ნიუ-იორკში,
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის
არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. ამის შესახებ
ინფორმაციას მთავრობის პრეს–ოფისი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები
მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობით.
აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.
აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მხარდაჭერა.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს
და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე
მხარდაჭერა დაუდასტურა.
ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების
მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.
მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური
ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ
ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთანაც
გამართა შეხვედრა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა
სფეროში წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო
განვითარების შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების
მზადყოფნა.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის
ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
მთავარი განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მოიცავდა: ჩვენს ბრწყინვალე
ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ საკითხებს,
მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ კრიზისს
და შვეიცარიის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის დამცველი ძალის რანგში",
- აღნიშნავს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss