| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სებ-ის $20 მილიონიან შეთავაზებაზე მოთხოვნის ნაკლებობას ბაზარი მაღალი კურსით
ხსნის. $1/2.84 მყიდველებს ეძვირა.
20 სექტემბერს ეროვნული ბანკის გამოტანილი $20 მლნ -დან, სისტემამ $13,6 მლნ აითვისა,
აშშ ვალუტა საშუალოდ 2,8445 კურსით
შეიძინა. სებ-მა ამ ინტერვენციით. მიმოქცევიდან 39 მლნ ლარამდე ამოიღო. რაც
არაპირდაპირ ლარის გამყარებას ახალისებს.
სებ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ინტერვენცია კურსთან დაკავშირებული არაა. ძირითადად მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები (მიგრანტთა ნაკადის ზრდა/კლება, შესაბამისად ვალუტის შემოდონება/გადინება). **როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი?
ასევე წინა ინტერვენციისას მიწოდება 3-ჯერ აღემატებოდა მოთხოვნას. 17 აგვისტოს
$ 20 მლნ -დან. 8 305 000 აშშ დოლარი გაყიდა, 31 აგვისტოს, $40 მლნ-დან, მხოლოდ $
32,3 მილიონი, $1/2,8 და $1/2,9 კურსით.
თავად სებ-ი ვალუტას უფრო იაფად
ყიდულობს, 10 აგვისტოს 40 მლნ შეისყიდა $1/2.7-ად, 5 აგვისტოს $ 20 მილიონი 2,72
-ად და 1 აგვისტოს $1/₾ 2.7514 კურსით,
$10 მილიონი. (წყარო: ბიზნესპარტნიორი).
ამასთან სებ-ი აქტიურად ვაჭრობს ბლუმბერგის
Bmatch პლატფორმაზე, ივლისში $1/2,66
კურსით $109,7 მლნ შეისყიდა. აგვისტოში $50 მლნ-ზე მეტი და სექტემბერში ჯერჯერობით
$60 მლნ-ის ფარგლებში აქვს ნავაჭრი (წმინდა შესყიდვა).
|
სებ-ის შესყიდვები
აუქციონზე
($)
Bmatch-ზე ($) |
||
|
05/2022 |
10 000 000 |
31 250 000 |
|
06/2022 |
|
23 400 000 |
|
07/2022 |
|
109 700 000 |
|
08/2022 |
70 000 000 |
55 000 000** |
წყარო: სებ-ი °* მოიცავს კიდევ 2 კომპონენტს
ბოლო განახლებული ინფორმაციით,
Bmatch-ზე სებ-ი ვალუტით 4 მისოსთან (მ.შ. კრისტალი, რიკო) , 13 კომერციული
ბანკთან, 3 არასაფინანსო კომპანიასთან (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი) და
2 ფონდთან ( საპენსიო სააგენტო, Eaton Vance...) ვაჭრობს.
**როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი?
შეგახსენებთ, რომ საქართველოში
მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია, რომლის პირობებში ცენტრალური ბანკის
მიზანი არ არის და ვერც იქნება გაცვლითი კურსის რაიმე კონკრეტულ ნიშნულზე დაჭერა.
გაცვლითი კურსის მაჩვენებელი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად
განისაზღვრება. კურსის მოკლევადიანი დინამიკა და მერყეობა ბაზრის კონიუნქტურასა და
მოლოდინებზეა დამოკიდებული, ხოლო საშუალო
და გრძელვადიან კურსს განსაზღვრავს ისეთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური
ფაქტორები, როგორებიცაა საქონლისა და მომსახურების იმპორტისა და ექსპორტის
დინამიკა, ფულადი გზავნილები და სხვა საგარეო ეკონომიკური მაჩვენებლები.
მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი შოკების
ავტომატურად შთანთქმას ეხმარება, მაშინ როდესაც ფიქსირებული ან მართვადი კურსის
პირობებში კურსი მოკლევადიან პერიოდში უფრო სტაბილურია, მაგრამ რისკების
დაგროვებას განაპირობებს, განსაკუთრებით მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის
პირობებში, და, საგარეო ან საშინაო
შოკების დროს, შეიძლება ერთ დღეში გაცილებით უფრო მკვეთრად გაუფასურდეს, ვიდრე
იმავე ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსი წლების განმავლობაში გაუფასურდებოდა. ეკონომიკური
ზრდისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის მცურავი კურსის უპირატესობა ღია და
მცირე ზომის ეკონომიკაში უფრო მეტად ჩანს. საქართველოს ეკონომიკა კი
სწორედ მცირე ზომის ღია ეკონომიკას წარმოადგენს - ჩვენი საქონლისა და მომსახურების
საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ზე მეტია. შესაბამისად, საქართველოს
შემთხვევაში, ცალსახა არჩევანი გვაქვს: ან კურსის მოკლევადიანი (თუმცა
არაპოპულარული) მერყეობა და გრძელვადიანი კურსის მეტი სტაბილურობა, ან კურსის
გრძელვადიანი და მდგრადი გაუფასურება. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი არის
ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტადაა გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და მისი
პოლიტიკა მიმართულია დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებაზე იმ თვალსაზრისით,
რომ ფასების სტაბილურობას მიაღწიოს ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით.
სწორედ ამ გაგებით, ეროვნული ბანკის თითოეული გადაწყვეტილება ყოველთვის ოქროს
შუალედის ძიებაა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი
სავალუტო ბაზარზე მაშინ ერევა, როდესაც
ინტერვენციით ჭარბი მერყეობის (როგორც გაუფასურების, ისე გამყარების მხარეს)
შემცირება შესაძლებელია ისე, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას კურსის საშუალო და
გრძელვადიან სტაბილურობას. ეს კი, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც ბაზარზე მის
მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი
ნაკლებობაა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო ინტერვენციების გავლენა
ასიმეტრიულია: იგი ეფექტიანია, როდესაც კურსის გამყარება ხდება, მაგრამ ნაკლებად
ეფექტიანია გაუფასურების დროს. საქართველოში სავალუტო ბაზრის განვითარების
არსებული დონიდან გამომდინარე ინტერვენციები ორივე მხარეს ხდება, თუმცა
ეფექტიანობის ასიმეტრიულობას ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss