ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
II კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 11.7%-ით გაიზარდა
21 სექტემბერი, 2022, 11:27
II კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 11.7%-ით გაიზარდა

თბილისი(GBC) - 2022 წლის II კვარტალში,წინა კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 7.2 %-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4 %-იანი ზრდით, რამაც 4.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.7 %-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 11.8 %-იანი ზრდით, რაც 6.74 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2022 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები:


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები