| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC)
– აგვისტოში საქართველოში $34.3 მლნ-ის 978 ტონა მედიკამენტები (დაფასოებული)
შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 29.2%-ით, ხოლო რაოდენობაში 48.4%-ით მეტია წინა
წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აპრილი $26.5 მლნ-ის 659 ტ).
ტოპ5 საიმპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება:
1. თურქეთი - $7.6 მლნ-ის 119 ტ (1კგ 63.6 დოლარი).
2. რუსეთი - $3.2 მლნი-ს 76 ტ (1კგ 42დოლარი).
3. შვეიცარია - $2.7 მლნ-ის 23 ტ (1კგ 117.7 დოლარი).
4. უნგრეთი - $2.6 მლნ-ის 30 ტ (1კგ 88.5 დოლარი).
5. გერმანია - $2.5 მლნ-ის 122 ტ (1კგ საშუალოდ 21 დოლარი).
სამკურნალო საშუალებების საიმპორტო ფასი აგვისტოში,
წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია 13%-ით. თუ შარშან 1 კგ მედიკამენტის
ღირებულება საშუალოდ 40.3 დოლარი იყო, წელს მისი ფასი 35.1 დოლარია.
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში,საქართველოს აფთიაქებში
ფასების ცვლილება შემდეგნაირად გადანაწილდა:
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები გაიაფდა
3.7%-ით.
ტკივილგამაყუჩებელი წამლები გაიაფდა 5.9%-ით.
ანტიბიოტიკები გაიაფდა 4%-ით.
ანთების საწინააღმდეგო წამლები გაძვირდა 2.7%-ით.
შპრიცი გაძვირდა 12.6%-ით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss