| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)
- აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 11%-ით
გაიზარდა.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ
შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და
კარიერების დამუშავება:
ფასები შემცირებულია
14.6 %-ით, რაც
მთლიანი ინდექსის
ცვლილებაზე -1.29 პროცენტული პუნქტით
აისახა. ჯგუფში
აღსანიშნავია ფასების
კლება ლითონის
მადნებზე (-21.8%);
დამამუშავებელი
მრეწველობის პროდუქცია:
ფასები გაიზარდა
15.2 %-ით, რამაც
მთლიანი ინდექსის
ზრდაზე 12.22 პროცენტული პუნქტით
მოახდინა გავლენა.
ფასები გაიზარდა
შემდეგ ქვეჯგუფებზე:
კვების პროდუქტები
(14.7 %), ძირითადი
ქიმიური ნივთიერებები
და ქიმიური
პროდუქტები (99.0 %) და ძირითადი
ლითონები (6.5 %);
ელექტროენერგია, აირი,
ორთქლი და
კონდიცირებული ჰაერი:
ფასები გაიზარდა
0.1 %-ით, რამაც
მთლიანი ინდექსის
წლიურ ცვლილებაზე
0.06 პროცენტული პუნქტით იქონია
გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 0.2 %-ით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss