ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აშშ უკრაინას ტანკებს, უზბეკეთს და ტაჯიკეთს კი სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს
20 სექტემბერი, 2022, 12:06
 აშშ უკრაინას ტანკებს, უზბეკეთს და ტაჯიკეთს კი სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს

თბილისი (GBC) - აშშ მზადაა უკრაინას ტანკები გადასცეს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, თუმცა ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება, უთხრა CNN-ს პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ტანკების მიწოდების საკითხი აბსოლუტურად განხილვადია, თუმცა ისინი არ გამოდგება საომარ მოქმედებებში დაუყოვნებლივ ჩასართველად. აშშ–ს უკრაინელი ეკიპაჟების და ტექნიკოსების გაწვრთნა მოუწევს, რომლებიც საბრძოლო მანქანებს მოემსახურებიან.

პარალელურად, ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერის სანაცვლოდ აშშ მზადაა, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს 50 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცეს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

„გეგმის არსი ისაა, რომ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მთავრობებს გარკვეული რაოდენობის საჰაერო ხომალდები გადაეცეს არაფორმალური შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას საზღვრების უსაფრთხოების დაცვასა და კონტრტერორიზმის მიმართულებებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები