ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სსფ–მა ეროვნულ ბანკს სავალუტო ბუფერების შევსების მეთოდოლოგია შეუქო
19 სექტემბერი, 2022, 15:50
სსფ–მა ეროვნულ ბანკს სავალუტო ბუფერების შევსების მეთოდოლოგია შეუქო

თბილისი (GBC) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შოკების შთანთქმის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. ამის შესახებ ნათქვამია ფონდის პრესრელიზში, რომელიც საქართველოში ვიზიტის დასასრულს გავრცელდა.

მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სავალუტო ბუფერების შევსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინებების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით - სავალუტო ინტერვენციებით - სათანადოდ შეავსო რეზერვები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჯერ კიდევ მაღალია გაურკვევლობა და შესამჩნევია დაღმავალი რისკები. მისია ხაზგასმით მიუთითებს, რომ რთული გარემო მოითხოვს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას, განსაკუთრებით  გაცვლითი კურსის მოქნილობას და ფისკალური და სავალუტო ბუფერების დაგროვებას, ასევე ინფლაციური მოლოდინების მართვას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის პრესრელიზში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. მისია პირდაპირ მიუთითებს სავალუტო ბუფერების შევსების პრიორიტეტულობაზე, განსაკუთრებით საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინების პირობებში. სავალუტო მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეავსო რეზერვები, რისთვისაც ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდები - სავალუტო ინტერვენციები გამოვიყენეთ. საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე ფლობა მნიშვნელოვანია, რადგანაც საგარეო მოწყვლადობას გვიმცირებს და ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას ხელს უწყობს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები