| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – აგვისტოს
საგარეო სექტორის დინამიკა კვლავ ძლიერია, როგორც სავალუტო შემოდინებების, ასევე იმპორტის
კუთხით. ამასთან, ივლისთან შედარებით, წმინდა ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების
შეფასებული ბალანსი შედარებით გაუარესდა, ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის
პუბლიკაციაში „განახლება მთავარი ეკონომისტისგან“.
თუმცა, პუბლიკაციის
თანახმად, ისტორიული, პანდემიამდელი პერსპექტივიდან გამომდინარეც კი, ეს მაჩვენებელი
მაინც დადებით ტენდენციას ასახავს. „ამ მხრივ, მომდევნო პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება
სეზონური ფაქტორების ზეგავლენა, თუმცა, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ სულ მცირე არაა
აუცილებელი ამას ლარის გაუფასურება მოჰყვეს, რადგანაც ჩვენი აზრით, ლარის კურსის სეზონური
მერყეობა მის ფასში უკვე დიდწილად მაინც ასახულია. საამისო ინდიკატორი საბანკო სექტორში
დაგროვილი ვალუტის ჭარბი ლიკვიდურობაა, როგორც მიგრანტების დეპოზიტების ჩათვლით, ასევე
მათი გამორიცხვით. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სავალუტო სახსრების თუნდაც
მცირე ნაწილის სავალუტო ბაზარზე სხვადასხვა გზით მიწოდება, რაც სავსებით ლოგიკური სცენარია,
ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
„წინა კვირაში მე-2
კვარტლის ხელფასების მაჩვენებლებიც გახდა ხელმისაწვდომი. წლიურმა ზრდამ ნომინალურ და
რეალურ გამოხატულებაში 16.1% და 2.7% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ტენდენციასთან
საკმაოდ შესადარია. ამასთან, მეორე კვარტალში ერთ სულზე მშპ-ს შედარებით უფრო ნაკლები
ზრდის გამო, პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თავისთავად, ეს ინფლაციაზე ზეწოლის მნიშვნელოვანი არგუმენტია, თუმცა, ვინარჩუნებთ შეფასებას,
რომ ისტორიულ დინამიკაზე დაყრდნობით და ზოგადად ინსტიტუციურადაც, თავის მხრივ ინფლაცია
ხელფასების მატების ერთ-ერთი ძირითადი ან ხშირად მთავარი ფაქტორია. ამდენად, ასევე
ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ინფლაციის მოსალოდნელ შემდგომ შემცირებასთან ერთად, ხელფასებისა
და პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯებიც დანორმალიზდება“, – წერს თიბისი
კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss