| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილს ორშაბათის
სხდომაზე მოუსმინა და მის კანდიდატურას
მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის
ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა
20 სექტემბერს ეწურება. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად, კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
„სახელმწიფო აუდიტი
უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა. იგი არის საქართველოს პარლამენტის მთავარი ინსტიტუტი
რომელიც საჯარო ფინანსების და ხალხის ფულზე კონტროლს უზრუნველყოფს. სახელმწიფო აუდიტის
სამსახური ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტია. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მაღალ დონეზე მუშაობდეს და მისი ხელმძღვანელი იყოს მაღალპროფესიონალი", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
„სრულად მაქვს გაცნობიერებული
ის პასუხისმგებლობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება და ძალისხმევას არ
დავიშურებ, რათა ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუცია გახდეს კიდევ უფრო
წარმატებული და ეფექტიანი", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss