ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობამ $11.9 მლრდ შეადგინა – უდიდესი პარტნიორი თურქეთია
19 სექტემბერი, 2022, 14:00
იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობამ $11.9 მლრდ შეადგინა – უდიდესი პარტნიორი თურქეთია

თბილისი (GBC) - იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $11.9 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $3.6 მლრდ–ს შეადგენს (36.9%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი $8.4მლრდ (36.5 %-ით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ, 2022 წლის იანვარ–აგვისტოში, $4.8 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2017-2022 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში:

იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($502.6 მლნ.), აზერბაიჯანი ($421.5 მლნ.) და რუსეთი ($409.3 მლნ.)

იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.7 % შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($1.5მლრდ), რუსეთი ($1.1 მლრდ) და ჩინეთი ($724 მლნ).

იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($1.8 მლრდ), რუსეთი ($1.5 მლრდ) და ჩინეთი ($1.2 მლრდ).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები