| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ქართული
ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით,
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების
9-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები
და მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის
„Swirl Wine Group“ ორგანიზებით განხორციელდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს
ეწვივნენ, თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია, სადაც
მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ
ღვინის პროფესიონალებს და მიეღოთ მათგან დიდი ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული
რჩევები.
ვიქტორია დასკალი, ღვინის
მწერალი: „აქაურობა არაჩვეულერბრივია, ეს არის იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც მე ღვინოში მიყვარს: კულტურა, ისტორია, ლეგენდები,
რელიგია. ამაღელვებელი ტურია, მოხიბლული ვარ ყველაფრით, რაც ვნახე, ძალიან მომეწონა
მწარმოებლები და ამ ტურის საუკეთესო ნაწილია იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ამ ღვინოების
უკან დგანან, ისტორიის გაცოცხლება და ჩვენთვის გაზიარება. ღვინოები ნამდვილად არაჩვეულებრივია,
მე უკვე ვაღიარე, რომ ძალიან მიყვარს ქართული ღვინო, თუმცა მისი საქართველოში დაგემოვნება
მეტად განსაკუთრებულია. ვიხილეთ სხვადასხვა სტილის ღვინოები, რომელთა ხარისხი ძალიან
მაღალია“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss