ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება
19 სექტემბერი, 2022, 10:37
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.7 მლნ ლარია.

„მუზეუმის მთავარი მისია, ქალაქ გორში მაღალი დონის კულტურული, საგანმანათლებლო და სარელაქსაციო სივრცის შექმნაა, სადაც არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი სტუმრებიც შეძლებენ მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ახალი აღმოჩენების გაკეთებას. ასევე, განტვირთვასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას. მუზეუმში მევენახეობისა და მეღვინეობის რუკა განთავსდება, რომელზეც შიდა ქართლში გავრცელებული ვაზის ჯიშები იქნება აღბეჭდილი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ტრადიციული სასმისების კოლექცია და ღვინის 0-დან 25 წლამდე დაძველების პროცესის ვიზუალები და სხვა. მუზეუმი შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული. ადგილზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა,  ქართული ღვინისა და სამზარეულოს მასტერკლასები გაიარონ”, - აცხადებს „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმის“ წარმომადგენელი, დავით ბოჭორიშვილი.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას. შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი დამთვალიერებელს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიას და იმ კულტურულ ღირებულებას, რაც მას თან ახლავს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი მრავალფეროვან სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა: მაღაზია ვიზიტორთათვის, სადეგუსტაციო სივრცე და ბუტიკური რესტორანი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ქართულ სამზარეულოს და დააგემოვნონ ტრადიციული და შიდა ქართლში გავრცელებული კერძები. წარმატებას ვუსურვებთ გუნდს პროექტის განხორციელებაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები