ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სკოლებისთვის ლეპტოპების მიწოდების ტენდერი ალტამ ნახევარი ფასით მოიგო
16 სექტემბერი, 2022, 14:43
სკოლებისთვის ლეპტოპების მიწოდების ტენდერი ალტამ ნახევარი ფასით მოიგო

თბილისი(GBC) - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 12.2მლნ ლარიან ტენდერს, შპს ,,ალტა’’ ნახევარ ფასში იგებს.

ტენდერის მიხედვით სააგენტო გეგმავდა 12.2 მლნ ლარის ღირებულების 5567 ერთეული ( თითო 2 195 ლარი) ლეპტოპის შეძენას. ლეპტოპი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის.

აღნიშნულ ტენდერში შპს ,,ალტამ’’, ფაქტიურად ნახევარ ფასად შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კომპანია 5.8მლნ ლარად მიაწვდის აღნიშნული რაოდენობის პროდუქციას (ერთეულის ღირებულება 1043 ლარი).

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, ლეპტოპები უნდა აკმაყოფილებდნენ  მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს (ოპერატიული მეხსიერება 4გბ,მყარი დისკი 256გბ და ას.შ).

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში. ასევე  მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს ლეპტოპებზე არანაკლებ ერთ წლიანი საგარანტიო მომსახურება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019, 2020, 2021 წლების განმავლობაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ფინანსური ბრუნვა.

შპს ,,ალტა’’ დაარსებულია 1998 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიას 789 მოგებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 79 მლნ ლარია.

კომპანიას 6.3მლნ ლარის  2818 გამარტივებული შესყიდვა, ხოლო26.7მლნ ლარის 1369 კონსოლიდირებული შესყიდვა აქვს განხორციელებული

მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:

შპს დაგეტა კაპიტალი, 47.5%

ნინო ფირცხალავა 0.2%

ინგა ზურაბიანი 0.2%

ანა დათაშვილი 0.3% ნინო ქანთარია 0.7%

 ნანა კასრელიშვილი 7.3863%

 თეა კაკაბაძე 29.0579%

კახა ჭოველიძე 3%

დავით სოფრომაძე 2.4%

 გრიგოლი ნიკოლაიშვილი 1.6137%

 ზურაბ ტაბიძე 2%

ლევანი ნიკოლაიშვილი 5.3494%

გია ზაზაშვილი 0.2927%


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები