ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკიდან ბანკში გადარიცხვა 10 წამში მოხდება – ევროგადახდის სისტემის უპირატესობები
16 სექტემბერი, 2022, 12:37
ბანკიდან ბანკში გადარიცხვა 10 წამში მოხდება – ევროგადახდის სისტემის უპირატესობები

თბილისი (GBC) - ბანკიდან ბანკში გადარიცხვები გამარტივდება, დაჩქარდება და გაიაფდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, საქართველოს ერთიან ევროგადახდის სისტემაში გაწევრიანებით მიღებულ სარგებელზე საუბრისას განაცხადა, წერს BPN.GE.

„საგადადო პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს, ასევე ეროვნული ბანკი ტარიფებზე მოაგროვებს ინფორმაციას, რომელიც სებ-ის საიტზე გამოქვეყნდება და მომხმარებელს საშუალება ექნება, სასურველი ბანკის ტარიფი აირჩიოს, შესაბამისად ბანკიდან ბანკში გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება. უნდა მოველოდოთ კომერციული ბანკების მომსახურების გაიაფებას. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ნაბიჯებზეც ვმუშაობთ, ეს არის მყისიერი გადახდის სისტემა, რომელზეც ვაპირებთ ცოტა ხანში ტენდერის გამოცხადებას. ეს გულისხმობს, რომ ერთი ბანკის მომხმარებლის მიერ მეორე ბანკის მომხმარებელთან გადარიცხვა მაქსიმუმ 10 წამში მოხდება და ამასთან, მინიმალური ხარჯებით. დაახლოებით წელიწადნახევარში ეს ყველაფერი საქართველოშიც შესაძლებელი იქნება. ძირითადი ცვლილება იქნება ახალი სისტემა, აიტი პლატფორმა. ამაზე მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ,“ - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) ქვეყნის გასაწევრიანებლად მომზადებულ 1 700-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა განხილული, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და 21 კანონს შეეხება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები