ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება
15 სექტემბერი, 2022, 13:28
საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან, იზღუდება (აღარ განხორციელდება) წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა) განსაზღვრისათვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება (გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით). წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე,  საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მომართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge  ავტორიზებული მომხმარებლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე.

უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება უკვე  განხორციელდა  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით.

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეო სახელმძღვანელო  ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

- https://www.youtube.com/watch?v=H0lBlpST9rQ&t=1s


·        ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა

 

https://rs.ge/ServicesCatalog?elservices&guid=E877D7400B5B5F52E053790214AC19D4

 

·        წინასწარი დეკლარირება იმპორტი

 

https://rs.ge/ServicesCatalog?Preliminarydeclaringimport&guid=E877E297103A83BAE0537A0214ACEDF4

  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები