ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი სურგულაძე: ძველი ავტომობილების იმპორტის შესაძლო აკრძალვა სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს
15 სექტემბერი, 2022, 13:20
გიორგი სურგულაძე: ძველი ავტომობილების იმპორტის შესაძლო აკრძალვა სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს

თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განზრახვასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად შესაძლოა, ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს, საავტომობილო ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის, კავკასიის ავტო იმპორტის დირექტორი გიორგი სურგულაძე ამბობს, რომ იდეას გარემოზე ზემოქმედების კუთხით მხარს უჭერს, თუმცა საკითხი არ არის სიღრმისეულად მომზადებული.

სურგულაძემ GBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ ავტოპარკის ,,განახლებას’’ მიესალმება, თუმცა მთავრობის მხრიდან გაჟღერებულ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ზედაპირულს და გაუთვლელს უწოდებს.

,,მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტზე მოთხოვნა მინიმალურია, უმეტეს შემთხვევაში ამერიკული 20 წლის ავტომობილი ევროპულ 12 წლის ავტომობილზე გაცილებით ეკოლოგიურია. ამიტომ საკითხზე სიღრმისეული კვლევაა საჭირო’’, - აცხადებს სურგულაძე.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება, მისი მიღების შემთხვევაშიც, არსებით გავლენას ვერ მოახდენს კავკასიის ავტო იმპორტის ბრუნვაზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები