| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)
- II კვარტალში საქართველოში საშუალო
თვიური ნომინალური
ხელფასი გასული
წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით
16.1%-ით
(213.3 ლარით) გაიზარდა და
1 541.3 ლარი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2017-2022 წლებში, კვარტალების მიხედვით:
საქმიანობის სახეების მიხედვით
შედარებით მაღალი
ხელფასი დაფიქსირდა
შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და
კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1%-ით);
⦁ საფინანსო და
სადაზღვევო საქმიანობები
– 2 671.0 ლარი (წინა წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა
13.4%-ით);
⦁ მშენებლობა - 2 177.6 ლარი (წინა
წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 8.5%-ით);
⦁
სამთომოპოვებითი მრეწველობა
და კარიერების
დამუშავება – 2 026.4 ლარი (გაიზარდა
16.6%-ით).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2021-2022 წლების II კვარტალში:
II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 268.5 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სქესობრივ ჭრილში, 2017-2022 წლებში, კვარტალების მიხედვით:
II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 236.2 ლარით (17.0%) გაიზარდა და 1 625.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 209.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 45.3%-ით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 631.0 ლარი, გაიზარდა 38.6 %-თ) დარგებში ფიქსირდება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2017-2022 წლებში, კვარტალების მიხედვით:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss