| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე
წელს მაღალ საბიუჯეტო შემოსავლებს მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა განაპირობებს.
სსფ აღნიშნავს რომ დამატებით მიღებული შემოსავლების დაზოგვა სახელმწიფოს დაეხმარება
სამომავლოდ ინფლაციის მოთოკვასა და ფისკალური ბუფერების შექმნაში. ფონდის მისის ხელმძღვანელი
ჯეიმს ჯონსი ამბობს რომ მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ფონდის მისიის რეკომენდაციები
უნდა გაითვალისწინოს.
„მისია დადებითად აფასებს სახელმწიფო საწარმოების
მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს. ამასთან დადებითად ფასდება საჯარო ინვესტიციებისა
და ენერგეტიკულ დარგში ინვესტიციების კუთხით მიღწეული შეთანხმება. ამ რეფორმების წარმატებით
განხორციელება დაეხმარება ქვეყანას შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა, რაც საშუალო ვადიან
პერიოდში ქვეყნის ეკონომიკას მეტად მდგრადს გახდის“, - ამბობს ჯეიმს ჯონსი.
რაც შეეხება ინფლაციას, ჯეიმს ჯონსი ამბობს რომ
ეროვნულმა ბანკმა უნდა განაგრძოს ინფლაციურ პროცესებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში
კვლავ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამ ეტაპზე
11%-ს შეადგენს, ინფლაცია კი კვლავ ორნიშნაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss