ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსეთში სანქციებით მიყენებული ზარალი დაითვალეს
15 სექტემბერი, 2022, 09:22
რუსეთში სანქციებით მიყენებული ზარალი დაითვალეს

თბილისი (GBC) - რუსეთის ფედერაციის ფინანსურმა სექტორმა, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული დასავლური სანქციების შედეგად ასობით მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს მონაცემებით, ეს ანგარიში რუსი მაღალჩინოსნების თათბირისთვის მომზადდა, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართა. დოკუმენტის შინაარსი იმ წყაროებმაც დაადასტურეს, რომლებიც ჩართული იყვნენ პროცესებში.

დოკუმენტის თანახმად, სამინისტრომ პირდაპირ დანაკარგებში ჩათვალა: საფონდო ბაზრის კაპიტალიზაციის 40%–იანი ვარდნა; საბანკო კაპიტალის 10%–ით შემცირება; ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა $300 მლრდ–ის მოცულობით; გაყინულ ევრობონდებში არსებული 4,6 ტრილიონი რუბლი; 563 მლრდ რუბლის მოცულობის გაყინული საცალო აქტივები.

ანგარიშში სანქციებისგან მიყენებული ზარალის ჯამური მოცულობა არ სახელდება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები