| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა
განაცხადა, რომ ქვეყანამ აზერბაიჯანთან ომში 105 ჯარისკაცი დაკარგა. ფაშინიანმა თქვა,
რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (კუხო) სამხედრო დახმარების
თხოვნით მიმართა, ორგანიზაციის მე–4 მუხლის თანახმად, მოხდეს სომხეთის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანა.
ხელშეკრულების ეს მუხლი წევრი ქვეყნისთვის სამხედრო
დახმარებას ითვალისწინებს.
კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მე–4 მუხლში ნათქვამია,
რომ თუ ერთ–ერთი წევრი ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, ეს შეფასდება აგრესიად
კუხო–ს წინააღმდეგ. თხოვნის შემთხვევაში კი, მე–4 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციის წევრმა
ქვეყნებმა „დაუყოვნებლივ უნდა გაუწიონ შესაბამისი, მათ შორის სამხედრო დახმარება“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss