ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა
14 სექტემბერი, 2022, 15:44
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ  კანონში  შესატან ცვლილებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოთხშაბათის სხდომაზე მხარი დაუჭირა  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ"  კანონში  შესატან ცვლილებას.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიღების შემთხვევაში, კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტებს, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლებათ საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა, თუმცა  კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში. დამატებითი რესურსის მობილიზება  კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს.

„მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები