ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს
14 სექტემბერი, 2022, 15:40
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით, ოთხშაბათს, მუხლობრივად განიხილეს. კანონპროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების ემისიასთან, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

კანონპროექტით დგინდება ფასიანი ქაღალდის დასახელების - „იპოთეკური ობლიგაცია", „იპოთეკით დაცული ობლიგაცია" ან მისი უცხოური ეკვივალენტის ექსკლუზიური ხასიათი, კერძოდ, აკრძალულია ხსენებული სახელწოდებით ფასიანი ქაღალდის საქართველოში გამოშვება, თუ იგი არ დააკმაყოფილებს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ" კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, კანონის დონეზე იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების განსაზღვრა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობის გასამყარებლად.

 „კანონის მიღება აგრეთვე აუცილებელია, რათა შეიქმნას სპეციალური ჩარჩო იპოთეკური ობლიგაციების საჯარო ზედამხედველობისათვის, რაც აგრეთვე წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკითა და ევროკავშირის დირექტივით აღიარებულ სტანდარტს.  განსხვავებით სხვა კომერციული ფასიანი ქაღალდებისგან, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტები ექვემდებარებიან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ ზედამხედველობას, რომლის განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტებიც სწორედ საკანონმდებლო აქტით უნდა იქნეს გაწერილი", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები