ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
2 ნაგავშემკრებ სატვირთო მანქანაში თბილსერვის ჯგუფი 1.1 მლნ ლარს იხდის
14 სექტემბერი, 2022, 14:50
2 ნაგავშემკრებ სატვირთო მანქანაში თბილსერვის ჯგუფი 1.1 მლნ ლარს იხდის

თბილისი (GBC) - შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’ გამოცხადებულ 1.1 მლნ ლარის ტენდერს შპს ,,ჯი-თი გრუპ’’ იგებს.

ტენდერი გულისხმობს ნაგავშემკრები ორ სატვირთო ავტომობილის შეძენას (თითოს ღირებულება 541 ათასი ლარი).

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით შესყიდვის ობიექტი უნდა იწარმოებოდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში. ასევე პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის ავტორიზებული/ლიცენზირებული არანაკლებ 1 წლის მანძილზე მოქმედი სერვისცენტრი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ან/და თბილისიდან არაუმეტეს 20 კმ. რადიუსში.

სატვირთო ავტომობილები კი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

ავტომანქანის დასაშვები წონა უნდა იყოს არანაკლებ 24000კგ. – არაუმეტეს - 26000კგ.

ავტომობილი უნდა იყოს დიზელის ძრავით, სიმძლავრით არანაკლებ 320 ცხ.ძ (მოც: 8.0  - 11.0 ლიტრი).

კომპანიაჯი-თი გრუპიუკვე 15 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში. კომპანია საქართველოში შემდეგ ბრენდებს წარმოადგენს:  Ford Trucks, Iveco, Isuzu, Hako, TANA, ASTRA-Iveco, Magirus, Prinoth, Arctic Cat, New Holland, MANITOU.

ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიის მოგებული 165 ტენდერის საერთო სავარაუდო ღირებულება 180 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო განხორციელებული 1151 გამარტივებული შესყიდვა 18.3 მლნ ლარს უდრის.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

გიორგი თავდიშვილი 33%;

გიორგი გველესიანი 34%;

თემურ უსტიაშვილი 33%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები