| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – მიგრაციის
დიდი ტალღის პარალელურად საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ემიგრანტების ფულად
გზავნილებზე იზრდება. 2021 წელს საქართველოში
ფულადი გზავნილების მოცულობა $2.35 მლრდ–ს შეადგენდა – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის
13%-ს. თუ ფულად გზავნილებზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მაჩვენებელს შევადარებთ, შემდეგი სურათი
იკვეთება - 2020 წელს საქართველომ 23-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფულადი გზავნილების მშპ-სთან თანაფარდობით და მეორე ადგილი
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მოლდოვას შემდეგ.
ფულადმა
გზავნილებმა მკვეთრი ზრდა მიმდინარე წელს აჩვენა, რაც ერთის მხრივ რუსეთის მოქალაქეების
საქართველოში ჩამოსვლას, მეორეს მხრივ კი რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ კაპიტალის
უკან - საქართველოში გადმოტანას უკავშირდება.
PMCG-ის
მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში
რუსეთი რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება
იტალია, აშშ და საბერძნეთი. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილების ოდენობა
და წილიც, საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან ოდენობაში, მცირდება. 2012-2021
წლებში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 45%-ით შემცირდა და 0.41 მილიარდი აშშ დოლარი
შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა გზავნილები სხვა წამყვანი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით
აშშ-დან 284%-ით. საგრძნობლად მოიმატა გზავნილების მოცულობამ სხვა სახელმწიფოებიდანაც
(310%).
ბოლო ათწლეულში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების რაოდენობის კლებასთან ერთად ფულად გზავნილებში მათი წილიც შემცირდა. ამასთან, გაიზარდა ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების წილი. 2012 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ფულად გზავნილებში 59%-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს - 27%-ს. იმავდროულად, ევროკავშირის წილი 25%-დან 41%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შემდეგ ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები, მნიშვნელოვნად - 11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss