ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გერმანული ენერგოკომპანია გაზპრომის წინააღმდეგ მილიარდებიან სარჩელს ამზადებს
14 სექტემბერი, 2022, 09:25
გერმანული ენერგოკომპანია გაზპრომის წინააღმდეგ მილიარდებიან სარჩელს ამზადებს

თბილისი (GBC) – გერმანული ენერგეტიკული კომპანია Uniper გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო. სააგენტო Reuters წერს, რომ საუბარია მილიარდობით ევროზე.

გაზპრომის ქმედებებმა Uniper რეკორდულ ზარალზე გაიყვანა, ვინაიდან მას გაზის შეძენა გაცილებით მაღალ ფასში მოუწია. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 12,4 მლრდ ევრო დაკარგა, რის გამოც იძულებული გახდა, დახმარების მისაღებად გერმანიის მთავრობისთვის მიემართა. თავდაპირველად კომპანიამ განვითარების ბანკისგან (KfW) 9 მლრდ ევრო ისესხა, ხოლო შემდეგ კიდევ 4 მლრდ – ლიკვიდურობის დეფიციტის დასაფარად.

მიუხედავად ამისა, კომპანიის საქმეები უკან მიდის. გაზის ფასის ზრდის გამო იგი ყოველდღიურად 100 მლნ ევროს ზარალობს. სექტემბრის დასაწყისში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს–დიტერ მობახმა განაცხადა, რომ მათ კიდევ 7 მილიარდი ევროს სახელმწიფო დახმარება დასჭირდებათ – დაპირების თანახმად, ამ ფულს მეოთხე კვარტალში მიიღებენ.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები