ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფაშინიანმა ღარიბაშვილს დაურეკა – საქართველოს პრემიერმა მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა
13 სექტემბერი, 2022, 15:34
ფაშინიანმა ღარიბაშვილს დაურეკა – საქართველოს პრემიერმა მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. სომეხმა კოლეგამ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.

სამშაბათს დილიდან, რაც სომხეთ–აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები განახლდა, ფაშინიანი ტელეფონით მსოფლიო ლიდერებს ესაუბრა. პირველი ზარი მან რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეასრულა, შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა. ასევე შედგა ფაშინიანის სატელეფონო კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელთან და სხვა ლიდერებთან.

ფაშინიანმა, ქვეყნის პარლამენტში დღევანდელ მოხსენებაში 49 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. აზერბაიჯანული მხარე კი წერს, რომ სომხეთის დანაკარგები 150–დან 200–მდე ჯარისკაცს შეადგენს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები